ერთად წარმატებული პროექტებისთვის
ვუზრუნველყოფთ სამშენებლო კომპანიებისა და პროექტების ადმინისტრაციულ მხარდაჭერას — პროცესების ორგანიზებიდან, დოკუმენტბრუნვის მართვიდან და სატენდერო პროცესების მხარდაჭერიდან დაწყე ბული, ყოველდღიური საოპერაციო საკითხების კოორდინაციით დასრულებული.
მოიცავს:
-
სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და პროცესების მართვას;
-
ტექნიკური და ფინანსური დოკუმენტაციის ორგანიზებას;
-
ხელშეკრულებების, აქტებისა და ოფიციალური კორესპონდენციის მართვას;
-
პროექტის არქივის შექმნასა და დოკუმენტაციის სისტემატიზაციას;
-
სამშენებლო ტექნიკის მოძიებას, მობილიზაციასა და მომსახურების კოორდინაციას;
-
დასაქმებულთა დოკუმენტაციის მომზადებას, მოწესრიგებასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებში რეგისტრაციის პროცესის კოორდინაციას;
-
ქვეკონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციას.
ადმინისტრაციული მხარდაჭერა
ვუზრუნველყოფთ სამშენებლო პროცესების ტექნიკურ ზედამხედველობას, პროექტთან შესაბამისობის კონტროლსა და საინჟინრო კონსულტაციას, რათა სამუშაოები განხორციელდეს ხარისხის სტანდარტების, საპროექტო დოკუმენტაციისა და მოქმედი სამშენებლო მოთხოვნების შესაბამისად.
მოიცავს:
-
საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმებასა და ანალიზს;
-
შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის შეფასებას;
-
სამშენებლო პროცესის ტექნიკურ კონტროლს;
-
ხარვეზების გამოვლენასა და რეკომენდაციების მომზადებას;
-
შესრულებული მოცულობების კონტროლს;
-
BOQ-ის (ხარჯთაღრიცხვის) ანალიზსა და გადამოწმებას;
-
ფორმა №2-ის მომზადებასა და შესრულებული სამუშაოების დოკუმენტურ მხარდაჭერას;
-
ტექნიკურ კონსულტაციას პროექტის სხვადასხვა ეტაპზე.
ტექნიკური ზედამხედველობა და კონსულტაცია
ვახორციელებთ კერძო სახლების, აგარაკების, სარეაბილიტაციო და სხვა ტიპის სამშენებლო პროექტების მხარდაჭერას — დაგეგმვიდან დასრულებამდე, პროფესიონალური კოორდინაციითა და კონტროლით.
ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სამშენებლო პროცესის ორგანიზებას, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და შეთანხმების კოორდინაციას, სამუშაოების დაგეგმვას, ბიუჯეტირებასა და ხარისხის კონტროლს, რათა პროექტი განხორციელდეს ეფექტურად, მოქმედი მოთხოვნების დაცვით და დაგეგმილი შედეგის შესაბამისად.
მოიცავს:
-
კერძო სახლებისა და აგარაკების მშენებლობის ორგანიზებას;
-
საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და შესაბამის უწყებებთან შეთანხმების კოორდინაციას;
-
შენობების რეაბილიტაციისა და განახლების პროცესების მხარდაჭერას;
-
სამშენებლო ეტაპების დაგეგმვასა და კოორდინაციას;
-
ქვეკონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაციას;
-
ბიუჯეტის დაგეგმვასა და ხარჯების კონტროლს;
-
შესრულებული სამუშაოების ხარისხის მონიტორინგს.
მშენებლობა და სარეაბილიტაციო პროექტები
