top of page

BuildCore Solutions

BuildCore Solutions შეიქმნა სამშენებლო სფეროში დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე. ჩვენი გუნდის წევრებს სხვადასხვა პერიოდში უმუშავიათ მსხვილ და კომპლექსურ სამშენებლო პროექტებზე, სადაც მონაწილეობდნენ პროცესების ორგანიზებაში, მართვაში და ეფექტური სამუშაო სისტემების დანერგვაში.

წლების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებოდით სამშენებლო სექტორში არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას — პროცესების არასტრუქტურირებულ მართვას, არასრულყოფილ დოკუმენტბრუნვას და იმ სირთულეებს, რომლებიც კომპანიებსა და ქვეკონტრაქტორებს ყოველდღიურ საქმიანობაში ხვდებათ.

ჩვენი გამოცდილებით შევქმენით მიდგომები, რომლებიც სამუშაო პროცესს ხდის უფრო ორგანიზებულს, გამჭვირვალეს და ეფექტურს — ნაკლები დანახარჯით, უკეთესი კონტროლით და მკაფიო პასუხისმგებლობებით.

ამ გამოცდილებამ მოგვცა იდეა შეგვექმნა BuildCore Solutions — კომპანია, რომელიც დაეხმარება სამშენებლო ორგანიზაციებს დოკუმენტბრუნვის მართვაში, სატენდერო პროცესებში, პროექტების ადმინისტრირებასა და ტექნიკურ მხარდაჭერაში.

ჩვენი მიზანია მცირე და საშუალო სამშენებლო კომპანიებს მივცეთ შესაძლებლობა იმუშაონ უფრო სტრუქტურირებულად, მოიგონ მეტი ტენდერი, მართონ პროექტები ეფექტურად და თავიდან აიცილონ პროცესში წარმოქმნილი ზედმეტი სირთულეები.

ჩვენი გუნდი აერთიანებს გამოცდილ პროფესიონალებს, რომელთა პრაქტიკა მოიცავს სხვადასხვა კლასის, მათ შორის  მე-4 და მე-5 კლასის შენობების მშენებლობას, ტექნიკურ ზედამხედველობას, პროექტების მართვასა და სამშენებლო პროცესების კოორდინაციას.

გარდა კორპორატიული მომსახურებებისა, BuildCore Solutions კერძო დამკვეთებსაც სთავაზობს მხარდაჭერას სახლებისა და აგარაკების მშენებლობის პროცესში — დაგეგმვიდან დაწყებული, სამუშაოების ორგანიზებითა და კონტროლით დასრულებული.

ჩვენი მთავარი მიზანია — თითოეულ პროექტში შევიტანოთ გამოცდილება, წესრიგი და პროფესიონალური მართვა.

გაიცანით ჩვენი გუნდი

 ქრისტინა ბარაზნა
დამფუძნებელი 
კომპანიის დირექტორი

7-წლიანი გამოცდილებით სამშენებლო სექტორში, BuildCore Solutions-ის თანადამფუძნებელი სპეციალიზდება სატენდერო პროცესების მართვაში, პროექტების კოორდინაციასა და სამშენებლო ადმინისტრირებაში. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას, საპროექტო დოკუმენტების შეთანხმებას, დამკვეთებთან, ქვეკონტრაქტორებთან და პროექტში ჩართულ მხარეებთან ეფექტურ კომუნიკაციას, ასევე დოკუმენტბრუნვის, ტექნიკური მხარდაჭერისა და ადმინისტრაციული პროცესების მართვას.

ნინი ავაზაშვილი
დამფუძნებელი
გენერალური მენეჯერი

6-წლიანი გამოცდილებით სამშენებლო სექტორში, BuildCore Solutions-ის თანადამფუძნებელი მუშაობდა საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სამშენებლო კომპანიაში ადმინისტრაციული მართვისა და საფინანსო დოკუმენტაციის მიმართულებით. მისი გამოცდილება მოიცავს სამშენებლო პროექტების ადმინისტრაციულ მხარდაჭერას, სახელშეკრულებო და საფინანსო დოკუმენტაციის მართვას, სამშენებლო ტექნიკის კოორდინაციას, უცხოელი თანამშრომლების ლეგალურად დასაქმების პროცესის ორგანიზებას, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემებთან მუშაობასა და პროექტების ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ეფექტურ მართვას.

ვქმნით საიმედო პარტნიორობას სამშენებლო სფეროში

სერვისი

— ადმინისტრაციული მხარდაჭერა
ტენდერების მართვა, დოკუმენტბრუნვის ორგანიზება, ტექნიკური და ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება, პროექტის ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია და მართვა.

— ტექნიკური ზედამხედველობა და კონსულტაცია
სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური კონტროლი, პროექტთან შესაბამისობის შეფასება, შესრულებული სამუშაოების ანალიზი, ხარვეზების გამოვლენა, BOQ-ისა და ფორმა №2-ის კონტროლი და საინჟინრო მხარდაჭერა.

— მშენებლობის, სარეაბილიტაციო პროექტებისა და ტექნიკური რესურსების მართვა
კერძო სახლების, აგარაკებისა და სხვა სამშენებლო პროექტების დაგეგმვა და კოორდინაცია, სამშენებლო ტექნიკის მოძიება და მობილიზაცია, ქვეკონტრაქტორებთან კომუნიკაცია, სამუშაო პროცესების ორგანიზება და ხარისხის კონტროლი.

პროფესიონალური მხარდაჭერა თქვენი პროექტებისთვის

ჩვენ ვეხმარებით სამშენებლო და საინჟინრო კომპანიებს პროცესების ეფექტურად მართვაში — დოკუმენტბრუნვიდან და სატენდერო მხარდაჭერიდან დაწყებული, ტექნიკური ზედამხედველობითა და სამშენებლო პროცესების კოორდინაციით დასრულებული.

ჩვენი მიზანია შევქმნათ გამართული სამუშაო გარემო, სადაც პროექტები იმართება სტრუქტურირებულად, გამჭვირვალედ და პროფესიონალური მიდგომით. თითოეულ კლიენტს ვთავაზობთ გამოცდილებაზე დაფუძნებულ მხარდაჭერას, რომელიც ეხმარება რისკების შემცირებას და პროექტის წარმატებით განხორციელებას.

სანდო პარტნიორი თქვენი პროექტებისთვის

BuildCore Solutions აფასებს გრძელვადიან და საიმედო პარტნიორობას თითოეულ კლიენტთან. ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ როგორც მომსახურების მიმწოდებელი, არამედ როგორც თქვენი პროექტის მხარდამჭერი პარტნიორი.

ჩვენი მიზანია შევქმნათ ეფექტური თანამშრომლობა, სადაც გამოცდილება, გამჭვირვალე კომუნიკაცია და პროფესიონალური მიდგომა ხელს უწყობს პროექტების წარმატებით განხორციელებას.

bottom of page