top of page

კლიენტის ხმა

" BUILDCORE SOLUTIONS-ის გუნდი გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით. სამუშაო შესრულდა ხარისხიანად და შეთანხმებულ დროში. თუ ეძებთ გამოცდილ გუნდს და გჭირდებათ უმაღლეს დონეზე შესრულებული სამუშაო ნამდვილად უნდა მიმართ მათ"
                                                                             ნ.ს.
                                   არქიტეტორ-რესტავრატორი
"საიმედო გუნდი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს"

ჩვენს შესახებ

BuildCore Solutions LLC არის სამშენებლო  კომპანია, რომელიც დაფუძნებულია მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებაზე მსხვილ და კომპლექსურ სამშენებლო პროექტებში.

ჩვენ ვეხმარებით სამშენებლო კომპანიებსა და კერძო დამკვეთებს პროექტების ეფექტურ მართვაში — სამშენებლო პროცესების ორგანიზების, ტექნიკური მხარდაჭერის, დოკუმენტბრუნვის, სატენდერო პროცესების, სამშენებლო შესაბამისობისა და სრული პროცესის კოორდინაციის მიმართულებით.

ჩვენი მიზანია შევქმნათ ორგანიზებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული სამშენებლო პროცესები, სადაც გამოცდილება, პროფესიონალიზმი და სანდო პარტნიორობა წარმოადგენს წარმატებული პროექტების საფუძველს

მომსახურებები

ტექნიკური ზედამხედველობა და კონსულტაცია

  • საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმება;

  • შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის შეფასება;

  • სამშენებლო პროცესის ტექნიკური კონტროლი;

  • ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების მომზადება;

  • შესრულებული მოცულობების კონტროლი;

  • BOQ-ის (ხარჯთაღრიცხვის) ანალიზი და გადამოწმება;

  • ფორმა №2-ის მომზადება და შესრულებული სამუშაოების დოკუმენტური მხარდაჭერა.

მშენებლობისა და სარეაბილიტაციო პროექტების მართვა

  • სამშენებლო პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება;

  • საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის უწყებებთან შეთანხმების კოორდინაცია;

  • სამუშაოების კოორდინაცია და ქვეკონტრაქტორებთან კომუნიკაცია;

  • სამშენებლო ტექნიკის, მასალებისა და სხვა საჭირო რესურსების მოძიება და კოორდინაცია;

  • ბიუჯეტირება და სამუშაო ეტაპების დაგეგმვა;

  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;

  • პროექტის ვადებისა და სამშენებლო პროცესების მონიტორინგი.

Facade of a historic brick building with many windows.
Architect using project coordination strategies on blueprints.

ადმინისტრაციული მხარდაჭერა

  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და სატენდერო პროცესების მართვა;

  • დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია;

  • ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და ოფიციალური კორესპონდენციის მომზადება;

  • ტექნიკური და ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და სისტემატიზაცია;

  • პროექტის დოკუმენტაციის არქივის შექმნა და მართვა;

  • სამშენებლო ტექნიკის მოძიება, მობილიზაცია და მომსახურების კოორდინაცია;

  • დასაქმებულთა დოკუმენტაციის მომზადება, მოწესრიგება და შესაბამის სახელმწიფო უწყებებში რეგისტრაციის პროცესის კოორდინაცია.

რატომ ჩვენ

პრაქტიკული გამოცდილება

ჩვენი გუნდი აერთიანებს მრავალწლიან გამოცდილებას სამშენებლო  სფეროში, მათ შორის მსხვილ და კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის პრაქტიკას.

სისტემური მიდგომა

ჩვენ გეხმარებით სამშენებლო პროცესების ორგანიზებაში ისე, რომ სამუშაოები იყოს გამჭვირვალე, კონტროლირებადი და ეფექტური.

ტექნიკური ცოდნა და პასუხისმგებლობა

ვუზრუნველყოფთ პროფესიონალურ მხარდაჭერას დოკუმენტაციის, ტექნიკური კონტროლის, პროექტების შესაბამისობისა და ადმინისტრაციული პროცესების მიმართულებით.

გრძელვადიანი პარტნიორობა

ჩვენი მიზანია არა მხოლოდ კონკრეტული მომსახურების გაწევა, არამედ კლიენტებთან საიმედო და გრძელვადიანი თანამშრომლობის შექმნა.

შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები

ჩვენ ვცდილობთ თითოეულ პროექტში შევქმნათ პრაქტიკული და ეფექტური გადაწყვეტილებები, რომლებიც ამცირებს რისკებს, ოპტიმიზაციას უკეთებს ხარჯებს და ხელს უწყობს პროექტის წარმატებით დასრულებას.

bottom of page